როგორ მოვნიშნოთ ყველა მეგობარი ერთდროულად Facebook-ის ივენთებზე და გვერდებზე Chrome-ს გამოყენებით

ყურადღება ეს მეთოდი მოძველებულია! ბოლოს რომ დავტესტე აღარ იმუშავა!

 

ამ პოსტში შემოგთავაზებთ პატარა ინსტრუქციას რომლის საშუალებითაც შეძლებთ Facebook-ზე ყველა მეგობრის ერთდროულად მოპატიჟებას  ივენთებზე ან გვერდებზე რამოდენიმე წამში და თანაც ათასობით კლიკს აიცილებთ თავიდან.

ინსტრუქცია:

  1. დააკოპირეთ ეს კოდი, წერტილმძიმის ჩათვლით:  javascript:elms=document.getElementsByName(“checkableitems[]“);for (i=0;i<elms.length;i++){if (elms[i].type=”checkbox” )elms[i].click()};
  2. შედით თქვენ Facebook გვერდზე.
  3. დააკლიკეთ “Invite Friends”.
  4. როდესაც მეგობრების ჩამონათვალი გამოჩნდება აირჩიეთ “Search All Friends” და ჩამოსქროლეთ მანამ სანამ ყველა მეგობარი არ გამოჩნდება.
  5. კლავიატურაზე დააჭირეთ F12 ღილაკს და გადადით  Console განყოფილებაში.
  6. ჩაწერეთ დაკოპირებული კოდი Console-ში.
  7. დააჭირეთ Enter-ს
  8. მოიცადეთ ცოტა ხანი, თუ ბევრი მეგობარი გყავთ გარკვეული დრო დასჭირდება ყველას მონიშვნას.
  9. ყველა მეგობარი მონიშნულია 🙂 ახლა შეგიძლიათ მოიპატიჟოთ ისინი.

თუ რამეს ვერ გაიგებთ კომენტარებში დაწერეთ და გიპასუხებთ.

How to invite all your friends to event or page on Facebook using Chrome

In this post I’ll explain how to select all friends on facebook steb-by-step!

It’s very simple and avoids hundreds of clicking on each friend.

Lets start:

  1. copy this code including semicolon:  javascript:elms=document.getElementsByName(“checkableitems[]”);for (i=0;i<elms.length;i++){if (elms[i].type=”checkbox” )elms[i].click()};
  2. Go to your FB page.
  3. Click on “Invite Friends”.
  4. When friends list window appears select “Search All Friends” and scroll down until all friends appear.
  5. Click on F12 key and choos Console tab.
  6. Paste copied code in console tab. If there already is other codes paste it on the bottom of them.
  7. Press Enter key.
  8. Wait for a while, your browser may freeze for a few minutes, especially if you have many FB friends.
  9. Enjoy! 🙂 all friends Selected!

როგორ დავაკონფიგურიროთ pfSense PPTP VPN კავშირი – Ubuntu 11.10

ცოტა ხნის წინ შემექმნა პროვლემა Ubuntu-დან VPN კავშირის კონფიგურაციისთვის და რადგან მოვახერხე გადაჭრა როგორც სხვა შემთხვევებშიც ახლაც გადავწყვიტე დამეპოსტა.

გაითვალისწინეთ რომ ამ დროისთვის ვიყენებ Ubuntu 11.10-ს და ეს ინსტრუქციაც მე გატესტილი მაქვს მხოლოდ ამ ვერსიაზე თუმცა ალბათ სხვა ვერსიებზეც იმუშავებს.  Continue reading

Chrome Shortcut ნებისმიერი URL-თვის (Windows 7)

ამ პოსტში ავღწერ როგორ უნდა შევქმნათ ისეთი Google Chrome Shortcut  რომელიც ყოველთვის გახსნის მხოლოდ იმ კონკრეტულ მისამართს რომელიც ჩვენ გვინდა და ექნება ის სურათი(icon) რომელიც ჩვენ გვინდა.

1.Desktop-ზე ან იქ სადაც თქვენთვის მოსახერხებელის შექმენით ერთი Shortcut ჩვეულებრივ Google Chrome-თვის.

2. ვაწვებით შექმნილ Shortcut-ს მაუსის მარჯვენა ღილაკით და ვირჩევთ Properties.

3. გადავდივართ Shortcut განყოფილებაში და ვეძებთ Target ველს.

4. Target ველში ბოლოშ ნახავთ /chrome.exe ფამოტოვეთ ადგილი და უბრალოდ უნდა მიაწეროთ სასურველი მისამართი. მაგალითად http://google.com

ჩემ შემთხვევაში Target ველში გამოვა შემდეგი ჩანაწერი: C:\Users\otar\AppData\Local\Google\Chrome\Application\chrome.exe http://google.com

თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ ახლა ამ Sortcut-ის გახსნისას Chrome ავტომატურად გადაგიყვანთ http://google.com – ზე

ახლა დავაყენოთ სასურველი სურათი:

5. ისევ Properties>Shortcut განყოფილებაში ქვემოთ მოძებნეთ Change Icon ღილაკი და დააკლიკეთ, გახსნილ ფანჯარაში ნახავთ Browse ღილაკს, მისი საშუალებით აირჩიეთ თქვენთვის სასურველი .ico გაფართოების სურათი და ok.

სულ ეს არის, თუ რამეს ვერ გაიგებთ დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ.

როგორ დავამატოთ Ext JS 4 Eclipse-ში?

 

ცოტა ხნის წინ გავხსენით http://itarea.ge და გადავწყვიტე იქ დასმული კითხვებისთვის ჩემი ბლოგ-პპოსტებით მეპასუხა. ჰოდა აი ჩემი შემდეგი პასუხი.

ცოტა ხნის წინ დამჭირდა Ext JS 4 – ის Eclipse IDE – ში ინტეგრირება, რა თქმა უნდა Google-ს მივაკითხე თუმცა ბევრი უშედეგო ძებნის შემდეგ აღმოვაჩინე რომ ეს პრობლემა ბევრს შექმნია, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც Ext JS  ვერსია 4 გამოჩნდა ვებ-სივრცეში.

რამოდენიმე ცდის შემდეგ თავად შევძელი საჭირო გზის მიგნება და ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციის სახით გთავაზობთ.

Continue reading

როგორ გავწეროთ სტატიკური IP მისამართი Ubuntu Server-თვის

ვებ-დეველოპერებისთვის მოხერხებულია ლოკალურ ქსელში ან ვირტუალურ მანქანაზე ჰქონდეს ვებ-სერვერი რომელზეც ჩაატარებს ექსპერიმენტებს და გატესტავს საკუთარ აპლიკაციებს.

ქსელისთვის სტატიკური IP-ს გაწერა მნიშვნელოვანია მაშინ როცა ქსელში IP-ების დარიგება DHCP-ს საშუალებით ხდება და IP-ები დინამიურად იცვლებიან.

რამოდენიმეჯერ დამჭირდა ubuntu server-თვის სტატიკური IP-ს გაწერა და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა თუ როგორ ხდება ეს. Continue reading

“საიდუმლო ადგილი” წყვილებისთვის – ანუ ახალი სერვისი სოციალური ქსელების ბაზარზე

თანამედროვე სამყარო სოციალური ქსელების გარეშე უკვე აღარავის წარმოუდგენია.

ცოტა ხნის წინ კი მობილური სოციალური ქსელების ბაზარზე ახალი სახის სერვისი გაჩნდა –VCNC-ის აპლიკაცია Between. სერვისის მიზანია შეყვარებულ ან დაოჯახებულ წყვილებს შესთავაზოს ვირტუალური სივრცე მხოლოდ პირადი კონტაქტისთვის.

Facebook და სხვა სოციალური ქსელები გვთავაზობს ვირტუალური ურთიერთობის ისეთ სერვისს სადაც ჩვენი მიმოწერა თ სხვადასხვა აქტივობა ხშირად დაუფარავია ჩვენი გარემოცვისთვის. ვაშეარებთ სხვა და სხვა ინფრომაციას, ვაკომენტარებთ და ა.შ. და მათ ყველა ხედავს.

სტანდარტული სოციალური ქსელებისაგან განსხვავებით ახალი სერვისი გვთავაზობს საიდუმლო და დაფარულ პლათფორმას მხოლოდ წყვილებისთვის. მსგავსი სერვისის გამოყენებით წყვილებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ მოგონებები სხვების თვალისგან დაფარულად. პლათფორმა შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას ურთიერთობის ამსახველი არქვისი რაც გამოიხატება მიმოწერების ისტორიის, ფოტო ალბომების შენახვით. ასევე საინტერესოა “მოგონებების ვირტუალური ყუთი” რომელიც ორგანიზებას უწევს წყვილის ძვირფას მოგონებებს.

ყველა ეს ინფორმაცია დაშიფრულია და დაცულია.

სოციალური ქსელების ეს მიმართულება ახლა იდგამს ფეხს რაც იძლევა იმაზე ფიქრის საფუძველს რომ ვირტუალურ-სოციალური სამყაროს განვითარება უფრო მეტად საინტერესო გზებით შეიძლება წავიდეს.

ვისაც სურვილი გაქვთ გამოცადოთ ახალი სერვისი შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ Between თქვენი მობილური მოწყობილობებისთვის.

ანდროიდის ვერსიას გადმოიწერთ აქედან  (Android Market)

iPhone-ს ვერსია გადმოწერეთ აქედან (App Store)

 

ჭკვიანი მობილური აპლიკაცია – თუ მოთოვა გაგაღვიძებთ დაგეგმილზე ადრე

მეორე დღეა რაც Android OS-თან მაქვს შეხება და ჯერ-ჯერობით ძალიან მომწონს.  რა თქმა უნდა აქტიურად ვიქექები უამრავ ვებ-გვერდსა თუ ფორუმზე და ვნახულობ რა აპლიკაციებია უკვე დაწერილი და რა შესაძლებლობები აქვს მას.

ცოტა ხნის წინ ერთ სასარგებლო აპლიკაციას გადავაწყდი Android-ისა და iPhone-თვის და მინდა გაგიზიაროთ.

შემქმნელებმა მას “Winter Wake-Up” უწოდეს და მისი მთავარი ფუნქციაა, თოვლიან ამინდში დილას იმაზე ადრე გაგაღვიძოთ ვიდრე მაღვიძარაზე დაყენებული დროა.

აქვს 3 რეჟიმი:

  1. უთითებთ რა დროით ადრე გაგაღვიძოთ ყინვის შემთხვევაში.
  2. უთითებთ რა დროით ადრე გაგაღვიძოთ თოვლიანი ამინდის შემთხვევაში.
  3. ან მონიშნავთ ფუნქციას რომელიც საერთოდ თიშავს მაღვიძარას იმ შემთხვევაში თუ ამინდი იმდენად ცუდია რომ არც ღირს სამსახურში წასვლაზე ფიქრი.

რაში შეიძლება დაგვჭირდეს ასეთი აპლიკაცია? თოვლისა და ყინვის შემთხვევაში საკმაოდ დიდი დრო შეიძლება წაიღოს მანქანიდან ყინულისა და თოვლის ჩამოწმენდამ ან მოყინულ გზაზე სასურველ ტრანსპორტამდე მიღწევამ. ასევე მშვენიერი იქნება თუ არ დაიფრთხობთ ძილს მაშნ როცა ისედაც საშინელი ამინდია და აზრი არ აქვს სადმე გასვლას.

აპლიკაციის შემქმნელების მიზანი კი ის ყო რომ ცუდი ამინდის მიუხედავად მოეხერხებინათ ადამიანებს სამსახურში დროულად მისვლა.

ანდროიდისთვის  “Winter Wake-Up” – ის გადმოწერა შეგიძლიათ Android Market-დან და iPhone-თვის iTunse-დან.

აპლიკაცია უფასოა და მისაწვდომია ყველა ქვეყნიდან.

ვინჩესტერი 5 MB მოცულობით – 1956 წელი

პოსტი #: 1

თანამედროვე ვინჩესტერებისთვის(HDD)  5 MB იმდენად სასაცილო მოცულობაა რომ ძნელად თუ წარმოუდგენია ვინმეს რაში შეიძლება გამოგადგეს ასეთ მყარი დისკი.

1956 წლის სექტემბერში IBM-მა მაშნდელ მსოფლიოს წარუდგინა პირველი სუპერ კომპიუტერი 305 RAMAC. მანქანის მყარი დისკის წონა ტონას აღწევდა და მხოლოდ 5MB ინფორმაციის შენახვა შეეძლო. Continue reading