ჭკვიანი მობილური აპლიკაცია – თუ მოთოვა გაგაღვიძებთ დაგეგმილზე ადრე

მეორე დღეა რაც Android OS-თან მაქვს შეხება და ჯერ-ჯერობით ძალიან მომწონს.  რა თქმა უნდა აქტიურად ვიქექები უამრავ ვებ-გვერდსა თუ ფორუმზე და ვნახულობ რა აპლიკაციებია უკვე დაწერილი და რა შესაძლებლობები აქვს მას.

ცოტა ხნის წინ ერთ სასარგებლო აპლიკაციას გადავაწყდი Android-ისა და iPhone-თვის და მინდა გაგიზიაროთ.

შემქმნელებმა მას “Winter Wake-Up” უწოდეს და მისი მთავარი ფუნქციაა, თოვლიან ამინდში დილას იმაზე ადრე გაგაღვიძოთ ვიდრე მაღვიძარაზე დაყენებული დროა.

აქვს 3 რეჟიმი:

  1. უთითებთ რა დროით ადრე გაგაღვიძოთ ყინვის შემთხვევაში.
  2. უთითებთ რა დროით ადრე გაგაღვიძოთ თოვლიანი ამინდის შემთხვევაში.
  3. ან მონიშნავთ ფუნქციას რომელიც საერთოდ თიშავს მაღვიძარას იმ შემთხვევაში თუ ამინდი იმდენად ცუდია რომ არც ღირს სამსახურში წასვლაზე ფიქრი.

რაში შეიძლება დაგვჭირდეს ასეთი აპლიკაცია? თოვლისა და ყინვის შემთხვევაში საკმაოდ დიდი დრო შეიძლება წაიღოს მანქანიდან ყინულისა და თოვლის ჩამოწმენდამ ან მოყინულ გზაზე სასურველ ტრანსპორტამდე მიღწევამ. ასევე მშვენიერი იქნება თუ არ დაიფრთხობთ ძილს მაშნ როცა ისედაც საშინელი ამინდია და აზრი არ აქვს სადმე გასვლას.

აპლიკაციის შემქმნელების მიზანი კი ის ყო რომ ცუდი ამინდის მიუხედავად მოეხერხებინათ ადამიანებს სამსახურში დროულად მისვლა.

ანდროიდისთვის  “Winter Wake-Up” – ის გადმოწერა შეგიძლიათ Android Market-დან და iPhone-თვის iTunse-დან.

აპლიკაცია უფასოა და მისაწვდომია ყველა ქვეყნიდან.